loader

დაკარგულმა ბიჭმა სახლის გზა 25 წლის შემდეგ Google Maps-ის მეშვეობით იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკარგულმა ბიჭმა სახლის გზა 25 წლის შემდეგ Google Maps-ის მეშვეობით იპოვა

5 წლის ასაკში ინდოელ ბიჭს სახელად საროო მუნშის, რომელიც მატარებელში საკუთარ ძმასთან ერთად მგზავრობდა, ვაგონში ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, მის გარშემო არავინ იყო. ბიჭი დაიკარგა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მილიარდ ადამიანს აღემატება. დაკარგული ბიჭი ავსტრალიურმა ოჯახმა იშვილა, რომელმაც მის ოთახში ინდოეთის რუკა ჩამოკიდა, რათა მას არ დავიწყებოდა საკუთარი ფესვები.

საროოს ყოველთვის სურდა საკუთარი ოჯახის პოვნა, თუმცა, მეხსიერებაზე დაყრდნობით ამას ვერ ახერხებდა მანამ, სანამ Google Maps და Google Earth არ გამოიყენა.