loader

"ტიტანიკის" ვიოლინო 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტიტანიკის" ვიოლინო 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

ვიოლინო, რომელზეც "ტიტანიკის" ორკესტრის ხელმძღვანელი უოლეს ჰარვი გემის ჩაძირვის მომენტში ხალხის გასამხნევებლად უკრავდა, ლონდონის აუქციონზე 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა სამჯერ მეტია ინსტრუმენტის საწყის ფასზე.

ვიოლიოს შესახებ ზუსტი ინფორმაცია დიდხანს ცნობილი არ იყო. როგორც გაირკვა, იგი გემის ჩაძირვის დროს მისმა პატრონმა ჩემოდანში დამალა, ხოლო ჩემოდანი სხეულზე მიიბა, რათა ინსტრუმენტი არ დაკარგულიყო. ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჰარვის სხეული იპოვეს, ხოლო ვიოლინო, რომელიც მლაშე წყალში დიდხანს იყო, დაზიანდა. მასზე დაკვრა უკვე შეუძლებელია.