loader

ლოს ანჯელესში კაფე-ტუალეტი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოს ანჯელესში კაფე-ტუალეტი გაიხსნა

ამერიკაში პირველი კაფე-ტუალეტი გაიხსნა. ლოს ანჯელესის ტაივანური კაფე "მეჯიქ რესთრუმ"-ის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, რომ მათმა კლიენტებმა ტუალეტში სიარულზე დრო აღარ უნდა დაკარგონ და სკამების ნაცვლად სასადილო მაგიდებთან უნიტაზები დადგეს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - კაფეს კლიენტები ტრადიციულ ტაივანურ კერძებს უნიტაზისავე თასებიდან მიირთმევენ. რაღა თქმა უნდა, უნიტაზებს დანიშნულებისამებრ არავინ იყენებს, სამაგიეროდ, კლიენტმა ქალებმა სხვა ფუნქცია მოუნახეს - შიგ თავიანთ ხელჩანთებს დებენ და ზედ სხდებიან. ვერაფერს იტყვი, კარგი მეთოდია ჯიბის ქურდებისგან თავის დასაზღვევად.