loader

რომის პაპმა "სიმდიდრეში ჩაფლული" ეპისკოპოსი ეკლესიიდან გააძევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპმა "სიმდიდრეში ჩაფლული" ეპისკოპოსი ეკლესიიდან გააძევა

რომის პაპმა გადაწყვიტა, ლამბურგის ეპისკოპოსი საქმისგან დროებით ჩამოეცილებინა. მას ბრალი მრავალმილიონიან დანახარჯებში ედება, რის გამოც "სიმდიდრეში ჩაფლულ" ეპისკოპოსს ეპარქიის დატოვება მოუწევს.

მიზეზი ეპისკოპოსის მიერ 30 მილიონად ღირებული სახლის აშენება გახდა.

ეპისკოპოსის მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების ფაქტებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი კომისია გამოიძიებს. "ვერცხლისმოყვარეობის" ცოდვაში ჩავარდნილი ეპისკოპოსის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება რომის პაპმა ფრანცისკმა მიიღო. მისი განცხადებით, იგი ე.წ. "ღარიბი ეკლესიის" მომხრეა.