loader

როზენბაუმმა უმღერა მათ, ვინც სოჭის ოლიმპიადაზე "ბიუჯეტის ფულებს ტეხავს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როზენბაუმმა უმღერა მათ, ვინც სოჭის ოლიმპიადაზე "ბიუჯეტის ფულებს ტეხავს"

რუსეთის სახალხო არტისტმა ალექსანდრ როზენბაუმმა "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში უმღერა იმ ხალხს, ვინც სოჭის ოლიმპიადაზე "ბიუჯეტის ფულს ტეხავს და თან ჯილდოებს იღებს".

როზენბაუმმა პროვოკაციული სიმღერა, სახელად "მეშვიდე დეკადაში" გადაცემა "რა? სად? როდის?" მუსიკალური პაუზის დროს შეასრულა. "მეშვიდე დეკადაში ღამე უფრო მოკლე და ადვილად გადასატანია, ოღონდ იმიტომ არა, რომ ბევრს სვამ; იმიტომ, რომ გული ვერ უძლებს, როცა ვიცი, როგორ ტეხავს სოჭში ფულებს ხალხი, ვისაც ჯილდოებს აძლევენ" - მღერის როზენბაუმი. 

ოლიმპიური ობიექტების მშენებლობასთან და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით, სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდს რუსეთში გამუდმებული სკანდალები ახლავს თან.