loader

ასე გამოიყურება გიგანტური ხინკალი, რომელიც მოსკოვში მოახვიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასე გამოიყურება გიგანტური ხინკალი, რომელიც მოსკოვში მოახვიეს

ოქტომბრის შუა რიცხვებში, თბილისური "თბილისობის" შემდეგ, ქართული დღესასწაული მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმაც აღნიშნეს.

მოსკოვური "თბილისობა" პარკ "მუზეონში" გაიმართა. მოსკოვისთვის უჩვეულოდ მზიან დღეს პარკში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. პავილიონებში, დახლებზე ქართულ ლიმონათს, ღვინოს, ბორჯომს, ჩურჩხელებსა და სხვა ქართულ ნაწარმს ყიდდნენ. იქვე წვავდნენ მწვადებს, წურავდნენ ღვინოს საწნახელში და ავლებდნენ ჩურჩხელებს.

ერთ-ერთ პავილიონთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. სწორედ აქ მზარეულებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხინკალი მოახვიეს - მისი დიამეტრი ნახევარ მეტს უტოლდებოდა. გიგანტური ხინკლის იდეის ორგანიზატორები რეკორდების წიგნში შესვლას აპირებენ - ხინკლის მოხვევის, მოხარშვის და დაგემოვნების პროცესი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

იხილეთ სტატია kvirispalitra.ge-ზე