loader

მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაცი 78 სმ-ით დაბალ ქალზე დაქორწინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაცი 78 სმ-ით დაბალ ქალზე დაქორწინდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი, გინესის მსოფლიო რეკორდსმენი, ეროვნებით თურქი სულთან კოსენი დაქორწინდა. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 51 სანტიმეტრია. 30 წლის სულთან კოსენის რჩეული 20 წლის მერვე დიბოა, რომლის სიმაღლეც 1,75 სანტიმეტრია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის სიმაღლეში სხვაობა 78 სანტიმეტრია, ახალდაქორწინებულები თავს ბედნიერად გრძნობენ და არც ხალხის აზრი ადარდებთ.

კოსენი ხშირად ჩიოდა, რომ გოგონები მასთან ურთიერთობას სიმაღლის გამო გაურბოდნენ და ეშინოდა, ამის გამო უცოლო არ დარჩენილიყო, თუმცა გაუმართლა.

სიმაღლეში ზრდა სულთანმა 10 წლის ასაკში დაიწყო და 2011 წლამდე აგრძელებდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე