loader

რომის პაპთან ერთად, მესა პატარა ბიჭმა "ჩაატარა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპთან ერთად, მესა პატარა ბიჭმა "ჩაატარა"

ვატიკანში, "ოჯახის დღის" აღსანიშნავად გამართულ მესაზე, ყურადღების ცენტრში არა რომის პაპი ფრანცისკი, არამედ პატარა ბიჭუნა მოექცა. ოჯახის დღესასწაულთან დაკავშირებით, პონტიფიკი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ წყვილებს ხვდებოდა. იმ დროს, როცა სცენაზე კუნძულ ლამპედუზას ბინადრები და იტალიაში ზღვით ჩასული ემიგრანტები გამოდიოდნენ, სცენის კიდეზე სხვა ბავშვებთან ერთად მჯდარი პატარა ბიჭი წამოდგა და პაპისკენ გაემართა. ბიჭი პონტიფიკს გულზე ჩამოკიდებულ ჯვარზე ემთხვია და მესის ბოლომდე გვერდიდან არ მოშორებია - პაპის ტრიბუნასთან დახეტიალობდა და ბოლოს მის თეთრ სავარძელზეც მოკალათდა.

სასულიერო პირებმა და პონტიფიკის თანაშემწეებმა რამდენჯერმე სცადეს ბიჭუნას სცენიდან გატყუება, მაგრამ როგორც ჩანს, პატარა სულაც არ გრძნობდა თავს უხერხულად 150-ათასიანი მრევლის წინაშე.

იხილეთ: რომის პაპმა "სიმდიდრეში ჩაფლული" ეპისკოპოსი ეკლესიიდან გააძევა