loader

"მის სამყარო 2013" ვენესუელელი ლამაზმანი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის სამყარო 2013" ვენესუელელი ლამაზმანი გახდა

მოსკოვში სილამაზის კონკურსი "მის სამყარო 2013" გაიმართა. ყველაზე ლამაზი ქალბატონის წოდება ვენესუელის წარმომადგენელმა გაბრიელა ისლერმა დაიმსახურა. "ვიცე მისი" ესპანელი პატრისია როდრიგესი გახდა, მესამე ადგილი კი ეკვადორელმა კონსტანცა ბაესმა დაიკავა, მეოთხე არიელა ჰერნანდეს არიდამ ფილიპინებიდან, ხოლო მეხუთეზე ჟაკლინ ოლივეირა გავიდა ბრაზილიიდან.

ჟიურის თავმჯდომარე ჯგუფ "Aerosmith"-ის სოლისტი სტივენ ტაილერი იყო, შოუ კი Spice Girls-ის ყოფილ წევრს მელაინ ბრაუნს და CNN-ის წამყვანს ტომას რობერტს მიყავდათ. კონკურსანტებს დარბაზიდან თვალს დონალდ ტრამპი ადევნებდა.