loader

თავის ქალების დღე ბოლივიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავის ქალების დღე ბოლივიაში

ბოლივიაში თავის ქალების დღე იზეიმეს. ყოველწლიური დღესასწაული, ტრადიციულად, ყველა წმინდანის დღიდან ერთი კვირის შემდეგ ტარდება.

ბოლივიელები თავის ქალებს, როგორც თილისმას, სახლებში ინახავენ. ამ დღეს მათ საზეიმოდ რთავენ, სასაფლაოზე მიაქვთ და სხვადასხვა ძღვენს მიართმევენ ხოლმე. ადგილობრივებს სწამთ, რომ ეს რიტუალი ჯანმრთელობის, ბარაქის და  სიყვარულის მომტანია.

თავის ქალების დღესასწაული სათავეს ადგილობრივი ინდიელების ტრადიციებიდან იღებს. ტრადიციის თანახმად, თავის ქალა უცნობ ადამიანებს ეკუთვნით, თუმცა ბევრი ბოლივიელი შორეული ნათესავების თავის ქალებსაც ინახავს. რიტუალის ფანატიკოსების ნაწილი თავის ქალებს მიტოვებულ სასაფლაოებზე აგროვებს.