loader

კლუბი, სადაც ბავშვებს რკინის გალიაში აჩხუბებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კლუბი, სადაც ბავშვებს რკინის გალიაში აჩხუბებენ

ამერიკაში, მისურის შტატში ბავშვების ორთაბრძოლა ლეგალურია. ბავშვები რკინის გალიაში თანატოლებს ებრძვიან. ძლიერი მუშტით მიყენებული ტკივილისგან ბიჭები ხშირად ტირიან. ჩხუბის გაკვეთილებს ათასობით ამერიკელი ბავშვი 5 წლის ასაკში ეუფლება. უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება პატარა ბიჭების ჩხუბს და აცხადებს, რომ მსგავსი "თამაში" ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ ეს კრივისა და საბრძოლო ხელოვნების სინთეზია.

გაკვეთილებს ბიჭების მშობლებიც ესწრებიან და ტკივილისგან ატირებულ პატარებს ამხნევებენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე