loader

ამ კარს გააღებ და... ევროპაში ხარ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ კარს გააღებ და... ევროპაში ხარ

იმისთვის, რომ შორეულ მოგზაურობაში გაემგზავროთ, სულაც არაა საჭირო, წინასწარ დაგეგმოთ, ბილეთები შეიძინოთ ან ბარგი ჩაალაგოთ. ამისთვის ჯადოსნური კარის გაღებაც საკმარისია...

საფრანგეთის რკინიგზამ პარიზში არაჩვეულებრივი ინტერაქტიული რეკლამა გააკეთა, რომლითაც თავგადასავლების მოყვარულებს ევროპაში მოგზაურობას სთავაზობს. საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ფერადი კარები გამოჩნდა სხვადასხვა წარწერით - მილანი, შტუტგარტი, ბრიუსელი, ბარსელონა, ჟენევა. ცნობისმოყვარე გამვლელები კარს აღებენ და "ჯადოსნურ სარკეში" ხედავენ იმას, რაც იმ მომენტში კონკრეტულ ქალაქში ხდება...