loader

ნიუ-იორკის აუქციონზე დინოზავრების ჩონჩხებს გაყიდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკის აუქციონზე დინოზავრების ჩონჩხებს გაყიდიან

ნიუ-იორკის ბონამის აუქციონზე ჩრდილოეთ ამერიკაში ნაპოვნი 68 მილიონი წლის დინოზავრების ჩონჩხების გასაყიდად გატანა იგეგმება. აუქციონზე 70-მდე ლოტია წარმოდგენილი, მათ შორის, რვა მეტრის სიგრძის და სამი მეტრის სიმაღლის ტრიცერატოპი, რომელიც 2012 წელს კერძო ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

აუქციონის მეორე მთავარი ექსპონატი კი მონტანაში 2006 წელს ნაპოვნი ერთმანეთთან მებრძოლი დინოზავრების ჩონჩხებია. ეს ნამარხები, რომლებზეც ძვლებთან ერთად, ტყავის ნაწილებიც კი იყო შემორჩენილი, ჩრდილოეთ ამერიკის "ჰელ კრიკის" გეოლოგიურ ქანებში იპოვეს.