loader

ინტერნეტი წყალქვეშ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტი წყალქვეშ

8-წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტით სარგებლობა უკვე წყალქვეშაც არის შესაძლებელი. ბუფალოს უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, ინტერნეტთან ერთად, წყალქვეშა რადიოტალღების საშუალებით, ისინი შეძლებენ ცუნამის საშიშროების წინასწარ გამოთვლას, ზღვაში ბუნებრივი აირის აფეთქების დაფიქსირებას, ზღვის დაბინძურების მონიტორინგს და სხვა მნიშვნელოვანი პროგნოზების გაკეთებას.

მკვლევართა განმარტებით, წყალში უსადენო ინტერნეტის გავრცელება აკუსტიკური ტალღების მეშვეობით მოხდება. ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ მიწის ზემოთ ინტერნეტი ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით გადაიცემა. წყალქვეშა ინტერნეტი დაახლოებით იგივე პრინციპით მოქმედებს, რითაც დელფინები ახდენენ კომუნიკაციას, ანუ ბგერების გაცვლით. ბუფალოს უნივერსიტეტის მთავარმა მკვლევარმა და ელექტროინჟინერმა ტომასო მელოდიამ "სი-ენ-ენ"-ის კორესპონდენტს წარუდგინა "ელისი" და "ბობი" - მოწყობილობები, რომლებითაც წყალქვეშა ინტერნეტის პირველი ექსპერიმენტი ჩაატარეს.