loader

ცოდვებისგან განწმენდა ტაილანდურად - სინათლის ფესტივალი "ლოი კრატონგი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოდვებისგან განწმენდა ტაილანდურად - სინათლის ფესტივალი "ლოი კრატონგი"

ტაილანდში სინათლის ცნობილი ფესტივალი, "ლოი კრატონგი" გაიმართა. "ლოი" ცურვას ნიშნავს, ხოლო "კრატონგ" ბანანის ფოთლებისგან დამზადებული სხვადასხვაფრად მორთული პატარა ნაჭერია, რომელსაც ღამით, ანთებულ სანთლებთან და არომატულ ჩხირებთან ერთად მილიონობით ტაილანდელი და ტურისტი ერთდროულად უშვებს მდინარისა თუ ტბის ზედაპირზე.

ანთებული სანთელი ბუდას სწავლების სიმბოლოა, ხოლო თავად რიტუალი - ცოდვებისგან გათავისუფლების, წყენისა და ბოროტი აზრებისგან განწმენდის სიმბოლო. ზოგიერთი ტაილანდელი, სანთელთან ერთად, "კრატონგზე" საკუთარ დაჭრილ ფრჩხილებსა და თმასაც ათავსებს და წყალს ატანს. ისინი მიიჩნევენ, რომ ფრჩხილებისა და თმისგან გათავისუფლებაც საჭიროა.