loader

სიძვირის გამო, ევროპის ქვეყნები "ევროვიზიაზე" უარს ამბობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიძვირის გამო, ევროპის ქვეყნები "ევროვიზიაზე" უარს ამბობენ

სიმღერის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს "ევროვიზია 2014"-ს ევროპის რამდენიმე ქვეყანა გამოეთიშა. ახლახან სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბულგარეთმა. მიზეზი არასაკმარისი ფულადი სახსრებია.

"პროექტის ღირებულებასა და ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარე უარს ამბობს "ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობაზე", - ნათქვამია ბულგარეთის ნაციონალური ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბულგარეთის გარდა, საკუთარი წარმომადგენლის კონკურსზე გაშვებისგან თავი შეიკავა სერბეთმაც. ქვეყნის წარმომადგენელთა განმარტებით, ეს გადაწყვეტილება დელეგაციის გამგზავრების ხარჯებსა და ლიცენზიის გაზრდილ ფასს უკავშირდება.

"ევროვიზია 2014"-ში მონაწილეობაზე უარი თქვეს აგრეთვე ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, კვიპროსმა და ხორვატიამ. კონკურსი მომავალი წლის მაისში დანიაში ჩატარდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე