loader

უკრაინაში საპროტესტო აქციები არ წყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში საპროტესტო აქციები არ წყდება

უკრაინის ოპოზიციური პატრიების მხარდამჭერები კიევში საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მანიფესტანტები მთავრობას ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშკრულებაზე ხელის მოწერას სთხოვენ. ამასთან ერთად უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი არ აპირებს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას, თუმცა, თვლის, რომ უკრაინა ჯერ მზად არ არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

"უკრაინა - ეს არის ევროპა, ჩვენ დიდი ხანია, საკუთარ თავს ევროპულ ქვეყნად მივიჩნევთ. ჩვენი კულტურა ევროპასთან უფრო ახლოს არის. და ჩვენი უფროსი ძმის ჩახუტებამ 70 წლის მანძილზე უკვე საკმარისი "სიკეთე" მოგვიტანა" , - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.