loader

პაპი ფრანცისკი კათოლიკურ ეკლესიაში "რევოლუციას" იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაპი ფრანცისკი კათოლიკურ ეკლესიაში "რევოლუციას" იწყებს

რომის პაპმა ფრანცისკმა 160-გვერდიანი ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სრულ განახლებაზე საუბრობს; მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, სიღარიბეს ებრძოლონ, ხოლო კაპიტალიზმს "ახალ ტირანიას" უწოდებს. ნაშრომში პაპი კათოლიკური ეკლესიის განახლებულ როლზე საუბრობს, "ეკლესიისა, სადაც ადგილი არ ექნება ფულის გაღმერთებას".

"საბაზრო ეკონომიკისა და ფინანსური სპეკულაციების აბსოლუტურმა ავტონომიამ ახალი ტირანია შექმნა: ფულის, კაპიტალიზმის, მომხვეჭელობის ტირანია. ეს ახალი ტირანია უხილავია. ეს არის სისტემა, რომელიც შთანთქავს ყველაფერს, რაც წინ აღუდგება მეტი სარგებლის მიღების დაუოკებელ წყურვილს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მორალთან, რასაც სჭირდება ფაქიზი მოპყრობა: მაგალითად, გარემო, ბუნება, რომელიც უძლურია საბაზრო ინტერესების წინაშე" - ნათქვამია პაპის მანიფესტში.

იხილეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე