loader

საპროტესტო აქცია კიევში სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო აქცია კიევში სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეები სპეცდანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბია. არაოფიციალური ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, დამოუკიდებლობის მოედანზე დარჩენილი ათასამდე ადამიანის წინააღმდეგ "ბერკუტმა" ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მომიტინგეებს რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილე სერიოზულად დაშავდა. უკრაინელი დეპუტატის ანდრეი შევჩენკოს განცხადებით, ათეულობით სტუდენტია დაკავებული. დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

კიევის მილიციის განცხადებით, მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის მოედანზე ხშირი კანონდარღვევის გამო იქნა მიიღებული. მათივე თქმით, აქციის მონაწი საპროტესტო აქცია კიევში სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბიალეებმა "ბერკუტს" ქვები დაუშინეს.