loader

საქორწინო მოდა პაკისტანში - ხელით ნაქარგი შედევრები პოდიუმზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქორწინო მოდა პაკისტანში - ხელით ნაქარგი შედევრები პოდიუმზე

პაკისტანის ქალაქ ლაჰორაში საქორწინო მოდის კვირეული გაიხსნა. დიზაინერ ალი ზიიშანის მიერ შექმნილი კაბები უბრალოდ კაბები კი არა, ხელით ნაქარგი შედევრებია, რომლებიც პატარძლებისთვის, მათი ხელისმომკიდეებისა და ნათესავებისთვის არის განკუთვნილი.

"კოლექციის შექმნა ეთნიკურმა და ფოლკლორულმა მოტივებმა შთამაგონა. მუშაობისას ადგილობრივი მქარგავები და მკერავები დავიხმარე, ვინც სრულყოფილად ფლობს ქარგვის ხელოვნებას", - ამბობს დიზაინერი ალი ზიიშანი.

პაკისტანური ტრადიციების მიხედვით, ქორწილი აუცილებლად მდიდრული, ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი უნდა იყოს არა მარტო შეყვარებული წყვილისთვის, არამედ მრავალრიცხოვანი ნათესავებისა და ნაცნობებისთვისაც.