loader

პუტინმა რამდენიმე მედიასაშუალების ლიკვიდაციის ბრძანებას მოაწერა ხელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინმა რამდენიმე მედიასაშუალების ლიკვიდაციის ბრძანებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას. "რია ნოვოსტის" ბაზაზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня შეიქმნება, რომლის გენერალური დირექტორი ტელეწამყვანი დიმიტრი კისილიოვი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, "რია ნოვოსტის" ბაზაზე შექმნილი ახალი საინფორმაციო სააგენტოს გენერალური დირექტორის დანიშვნა და გადაყენება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მოხდება.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება რადიოსადგურ "რუსეთის ხმის" ლიკვიდირებისა და მისი საკუთრების სააგენტო Россия сегодня-სთვის გადაცემის თაობაზე.