loader

გერმანიის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი სოჭის ზამთრის ოლიმპიადას არ დაესწრება. ამ გზით პრეზიდენტი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ პრობლემებს აპროტესტებს. ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად გერმანიაში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა, რომელიც ზაფხულში რუსეთში მიღებულ ე.წ. "ანტიგეი" კანონის წინააღმდეგაა მიმართული. ზოგიერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა ოლიპიადის ბოიკოტი სპორტსმენებსაც შესთავაზა, თუმცა, ანგელა მერკელმა უარი განაცხადა შემოთავაზებულ იდეაზე.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით