loader

სამაგალითო პოლიცია - იტალიელი სპეცრაზმელები მომიტინგეებს შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაგალითო პოლიცია - იტალიელი სპეცრაზმელები მომიტინგეებს შეუერთდნენ

მაშინ, როცა უკრაინული სპეცრაზმი თითქმის ყოველდღიურად არბევს კიევის მთავარ მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს, იტალიელმა სამართალდამცველებმა საოცარი სოლიდარობის ჟესტი გამოხატეს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

იტალიაში მასიური გაფიცვა და მიტინგები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გაზრდილი გადასახადებითა და საწვავის მაღალი ფასებით უკმაყოფილო იტალიელები ქუჩაში გამოვიდნენ. ტურინში მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ პოლიციას და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა და სპეცრაზმელებმა შეკრებილები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს. თუმცა ამ უკანასკნელებს შორისაც აღმოჩნდნენ სამაგალითო სამართალდამცველები, რომლებმაც ჩაფხუტები მოიხსნეს და სოლიდარობის ნიშნად ხალხს შეუერთდნენ.