loader

კოლუმბიაში 3000 წლის წინანდელი სოფელი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოლუმბიაში 3000 წლის წინანდელი სოფელი აღმოაჩინეს

არქეოლოგების ჯგუფმა კოლუმბიაში 3000 წლის წინანდელი სოფელი აღმოაჩინა. პირველად უძველეს კერამიკულ ნაკეთობებს მშენებლობაზე მომუშავე მუშები წააწყდნენ. ექსპერტების თქმით, თიხის ჭურჭელი დაახლოებით 3000 წლის წინ უნდა იყოს დამზადებული. ქვეყნის დედაქალაქის, ბოგოტას სამხრეთით მდებარე პროვინცია სოაჩაში, უძველესი სოფლის გათხრებზე ამჟამად 170 არქეოლოგი მუშაობს . მათ იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა ესპანელების გამოჩენამდე არსებული ჰერერას კულტურის შესახებ ცნობებს საგრძნობლად გაამდიდრებს.