loader

პაპი ფრანცისკი Time-მა "წლის ადამიანად" დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაპი ფრანცისკი Time-მა "წლის ადამიანად" დაასახელა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა "2013 წლის ადამიანი" დაასახელა. ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილებით, "2013 წლის ადამიანი" რომის პაპი ფრანცისკი გახდა. რიგით 266-ე პაპი, არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო, 48 ქვეყნის 115-მა კარდინალმა 2013 წლის 13 მარტს აირჩია.

Time-ის მიხედვით, მეორე ადგილი აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა დაიკავა.

გასულ წელს Time-ის რჩეული აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. ამერიკული ჟურნალი "წლის ადამიანს" 1927 წლიდან მოყოლებული ასახელებს. პირველი "წლის ადამიანი" ამერიკელი პილოტი ჩარლზ ლინდბერგი იყო.

Kvirispalitra.Ge

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე