loader

მექსიკელმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას გაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მექსიკელმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას გაიხადა

მექსიკის კონგრესის ქვედა პალატამ ოთხშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ენერგეტიკული ობიექტების შესყიდვის უფლებას აძლევს. ხმის მიცემამდე კანონპროექტს მწვავე განხილვა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის წევრმა ლანდი ბერსუნსამ ოპონენტთან, დემოკრატიულ-რევოლუციური პარტიის წევრ კარენ კიროხასთან იჩხუბა. დეპუტატი ქალები გააშველეს, თუმცა ბერსუნას თვალი დაუზიანდა.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის საქციელმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა: ანტონიო გარსია კონეჰომ პროტესტის მიზნით გაიხადა და ტრუსების ამარა განაგრძო სიტყვით გამოსვლა. მისი თქმით, ამ საქციელით სურდა ეჩვენებინა, სადამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, კანონის მიღების შემთხვევაში.