loader

11 წლის დიზაინერი, რომელმაც თამაში ბიზნესად აქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის დიზაინერი, რომელმაც თამაში ბიზნესად აქცია

11 წლის მემფისელი მოზაია ბრიჯესი ამერიკული მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავია. ბიჭი მამაკაცების ბაფთებს, ე.წ ბაბოჩკებს კერავს. მას უკვე საკუთარი სახელობის ბრენდიც აქვს - Mo's Bows-ი, რომელიც მოზაიამ მშობლების დახმარებით 2011 წელს, ცხრა წლის ასაკში დააფუძნა. პატარა ბიზნესმენმა Fox News-თან ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო ბაფთების კერვა. მისი თქმით, იმ ბაფთებს, რომლებსაც დედა მისთვის მაღაზიაში ყიდულობდა, კრეატიულობა და სიჭრელე აკლდა. ბოს "ბაბოჩკები" კი აკადემიური აქსესუარისგან სწორედ ფერადოვნებით განსხვავდება. Mo's Bows-ის ბაფთების ღირებულება 25-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

"რალფ ლოურენმა 10 წლის ასაკში დაიწყო ჰალსტუხების გაყიდვა. მჯერა, რომ მეც ერთ დღეს მასავით ცნობილი და წარმატებული დიზაინერი გავხდები" - ამბობს მოზაია, რომლის სამომავლო გეგმები ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნას უკავშირდება.