loader

ლოს-ანჯელესის პოლიციას 800-ზე მეტი იარაღის ერთეული ჩააბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლოს-ანჯელესის პოლიციას 800-ზე მეტი იარაღის ერთეული ჩააბარეს

ლოს-ანჯელესის მერიამ და პოლიციის დეპარტამენტმა ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ადამიანებს საშუალება მისცეს ჩაებარებინათ იარაღი, რომელიც მათ ადრე შეიძინეს. სანაცვლოდ მათ იარაღის ღირებულების ექვივალენტური თანხა მიიღეს. აქციის შედეგად 800–ზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის შეგროვება მოხერხდა. ღონისძიების შესახებ განცხადება პოლიციის დეპარტამენტმა წინასწარ გააკეთა. "ერთით ნაკლები იარაღი, ერთით ნაკლები ტრაგედიაა", - განაცხადა ლოს-ანჯელესის მერმა.

"2008 წელს, სანამ იარაღის ჩაბარების ღონისძიებებს დავიწყებდით, ლოს-ანჯელესში ცეცხლსასროლი იარაღით 1. 600 ადამიანი დაიღუპა, წელს კი 1000-იან ნიშნულსაც არ ავცილებივართ", - აღნიშნა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.