loader

მიხეილ ხადარკოვსკიმ კოლონია დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ ხადარკოვსკიმ კოლონია დატოვა

"იუკოსის" ყოფილმა შეფმა, მიხეილ ხადარკოვსკიმ კოლონია უკვე დატოვა. ამის შესახებ რუსულ მედიას ხადარკოვსკის ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანტმა განუცხადა.

"ახლახან მივიღეთ ინფორმაცია კოლონიის ხელმძღვანელობისგან, რომ მიხეილ ხადარკოვსკი გაათავისუფლეს და მან კოლონია უკვე დატოვა", - აღნიშნა ადვოკატმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას "იუკოსის" ყოფილი მფლობელის, მიხეილ ხადარკოვსკის შეწყალების შესახებ.

მიხეილ ხადარკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხადარკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში სცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლა. მიხეილ ხადარკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა.

იხილეთ: პუტინის მიერ შეწყალებული ხადარკოვსკი გერმანიაში გაემგზავრა