loader

პუტინის მიერ შეწყალებული ხადარკოვსკი გერმანიაში გაემგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის მიერ შეწყალებული ხადარკოვსკი გერმანიაში გაემგზავრა

მიხაილ ხადარკოვსკი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ დატოვა კოლონია, გერმანიაში გაფრინდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, გათავისუფლებისას მიხაილ ხადარკოვსკიმ შესაბამის უწყებას საზღვრის გადაკვეთის თხოვნით მიმართა. ხადარკოვსკი გერმანიაში დედის მოსანახულებლად გაემგზავრა, რომელიც იქ მკურნალობს.

"იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის შეწყალების ბრძანებას ვლადიმერ პუტინმა ხელი დღეს მოაწერა და გადაწყვეტილება ჰუმანური პრინციპებით ახსნა. მიხაილ ხადარკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხადარკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებასა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში სცნეს დამნაშავედ და მეორედ გაასამართლეს.

მიხაილ ხადარკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა. მან საპატიმროში 10 წელი გაატარა.