loader

ნიგერიაში 1000 წყვილი ერთდროულად დაქორწინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიგერიაში 1000 წყვილი ერთდროულად დაქორწინდა

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში 1000 მუსულმანი წყვილი ერთდროულად დაქორწინდა.

ქალაქ კანოში, მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მყარი ოჯახების შექმნას უწევს პროპაგანდას, კიდევ ერთი მასობრივი ქორწინება ჩატარდა. წყვილები ადრე განქორწინებულები იყვნენ.

"ჩვენს შტატში განქორწინების დიდი მაჩვენებელია. ამის გამო ქალები შვილებს ოფიციალური ქორწინების გარეშე აჩენენ და შემდეგ ნაგავსაყრელზე ტოვებენ; ეს დამოკიდებულება სოციალურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს", - ამბობს დეპუტატი აბდულა უმარ განდუჯე.

იმისთვის, რომ ქვეყანაში კაცები დაუქორწინებლები არ დარჩნენ, მთავრობა ყოველ წელს მასიურ საქორწინო ცერემონიებს აწყობს, პატარძალს ფულითა და ავეჯით ამარაგებს და საქმროს ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე