loader

ერთი მილიარდი პიქსელი - ყველაზე დიდი კამერა მსოფლიოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი მილიარდი პიქსელი - ყველაზე დიდი კამერა მსოფლიოში

19 დეკემბერს ფრანგულ გვიანაში მდებარე კოსმოდრომ კურუდან რუსულმა რაკეტა "სოიუზმა" მორიგი სტარტი აიღო. მის ბორტზე კოსმოსური ობსერვატორია "გაია" იმყოფებოდა. ორბიტაზე გასვლის შემდეგ "გაია" ეგზოპლანეტების, ბნელი მატერიის და რძიანი გზის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეუდგება. ეს უკანასკნელი გიგანტური ვარსკვლავური სისტემაა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე, ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს. ყოველივე ამას "გაია" ზემძლავრი ტელესკოპის მეშვეობით განახორციელებს, რომლის პიქსელების ოდენობაც 1 მილიარდს აღემატება. ამის გამო ობსერვატორიას "მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა" შეარქვეს. მისიის ღირებულება დაახლოებით 1 მლრდ დოლარია.

მიღებულ ინფორმაციას და გადაღებულ ფოტომასალას ობსერვატორია დედამიწაზე ციფრული სახით გადმოსცემს. დღეში სპეციალისტები 50 გეგაბაიტამდე ინფორმაციის მიღებას გეგმავენ. მთლიანობაში კი "გაიას" ექსპლუატაციის 6 წლის განმავლობაში 5 პეტაბაიტზე (ამ სიდიდის უკეთ აღსაქმელად და ბაიტებში გადასაყვანად 1-იანს 15 ნული მიუწერეთ) მეტი ინფორმაციის მიღება იგეგმება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე