loader

პაპმა ფრანცისკმა პირველი საშობაო მესა აღავლინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაპმა ფრანცისკმა პირველი საშობაო მესა აღავლინა

რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების წინაშე პირველი საშობაო მესა აღავლინა რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა.

საშობაო ქადაგებაში რომის პაპმა აღნიშნა, რომ თითოეული ქრისტიანი სინათლესა და სიბნელეს, სიყვარულსა და სიძულვილს შორის არჩევანის წინაშე დგას. "თუ ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ჩვენი ძმები და დები, მაშინ სინათლისკენ მივდივართ; მაგრამ თუ გული არავისთვის გვაქვს გახსნილი და სიამაყეს, ტყუილსა და ანგარებას ვყავართ შეპყრობილნი, მაშინ ჩვენში და ჩვენს გარშემო სიბნელე დაისადგურებს", - განაცხადა ფრანცისკმა.

კათოლიკური შობის აღსანიშნავი ტრადიციული ღვთისმსახურება გაიმართა ბეთლემშიც, რომელზეც ათიათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ბეთლემში, სადაც იესო ქრისტე იშვა, საშობაო მსახურება მაცხოვრის ტაძარში იერუსალიმის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფუად ტუალმა აღავლინა.

შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს მსოფლიოს 1,2 მილიარდი კათოლიკე აღნიშნავს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე