loader

დიანა ღურწკაიას აშშ-ის ვიზა სათვალიანი ფოტოს გამო არ ჩაურტყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიანა ღურწკაიას აშშ-ის ვიზა სათვალიანი ფოტოს გამო არ ჩაურტყეს

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავი დიანა ღურწკაია და მისი ოჯახის წევრები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მომღერალს აშშ-ის ვიზა არ ჩაურტყეს.

მომღერალი ქმართან და შვილთან ერთად ახალი წლის შეხვედრას აშშ-ში აპირებდა, თუმცა მას საელჩომ ვიზაზე უარი განუცხადა და მიზეზად პასპორტში ჩაკრული სათვალიანი ფოტო დაუსახელა.

დიპლომატიურ უწყებაში დიანას განუცხადეს, რომ ვიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემდნენ, თუ მომღერალი პასპორტში უსათვალო ფოტოს ჩააკრავდა. 35 წლის მომღერლის ქმარს - ადვოკატ პეტრე კუჩერენკოსა და ოჯახის სხვა წევრებს ვიზები უკვე ჩაურტყეს, დიანას - არა.

დიანა ღურწკაიას მეუღლემ ამერიკელი ელჩის, მაკფოლის მისამართით წერილიც დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერა სიტუაცია და საკითხის განხილვა მოითხოვა. "დიანა ყველა დოკუმენტსა და ადრინდელ ვიზებში მუქ სათვალეებშია გადაღებული - და არა მოდისთვის ან ახირებისთვის. ეს ჩემი მეუღლის ცხოვრებაა, გამოცდით სავსე ცხოვრება," - წერს მომღერლის მეუღლე მაკფოლისთვის მიწერილ წერილში.

Marao.ge

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე