loader

ეგვიპტეში მიმდინარე არეულობებს მსხვერპლი მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში მიმდინარე არეულობებს მსხვერპლი მოყვა

ეგვიპტეში მიმდინარე არეულობებს პარასკევს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია 260 ისლამისტი. რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტის მთავრობის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა და ქვეყანაში აკრძალულმა ორგანიზაცია "მუსლიმთა საძმომ" ქალაქების ქუჩებში საკუთარი მომხრეები გამოიყვანა. ქაიროში ახალი შეტაკებები მოხდა ისლამისტური უნივერსიტეტის სტუდენტებს და პოლიციას შორის, რომელმაც ახალგაზრედების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რიგ ქალაქებში ისლამისტებს მოძრაობის გადაკეტვა სურდათ, თუმცა, ძალოვანმა სტრუქტურებმა მათი მცდელობა აღკვეთეს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით