loader

დუბაის გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუბაის გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

დუბაიმ 2014 წლის დადგომა განსაკუთრებული ფოიერვერკით აღნიშნა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას ირგვლივ შეკრებილი ათიათასობით ადგილობრივი და ტურისტი 6 წუთის განმავლობაში ადევნებდა თვალს ფანტასტიკურ სანახაობას, რომელზეც 500 ათასამდე ფოიერვერკი დაიხარჯა. ეს სიამოვნება ქალაქის ხელისუფლებას 6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამ მონაცემებით, დუბაი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და ყველაზე გრანდიოზული ფოიერვერკის ტიტული 2012 წლის რეკორდსმენ ქუვეითს ჩამოართვა.

ასევე იხილეთ: დუბაის შადრევანი უიტნი ჰიუსტონის ჰიტზე ცეკვავს