loader

"ყურში მითხარით" - რა ათქმევინა პუტინმა რუს სპორტსმენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყურში მითხარით" - რა ათქმევინა პუტინმა რუს სპორტსმენს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პრემიერმა სოჭში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და ერთ-ერთი სათხილამურო ტრასაც გამოსცადეს.

თხილამურებით სრიალის შემდეგ, პუტინმა და მედვედევმა ოლიმპიური კომპლექსის სასტუმროები დაათვალიერეს, სადაც უკვე ცხოვრობენ სპორტსმენები. ერთ-ერთ ქალ სპორტსმენთან საუბრისას პრეზიდენტი დაინტერესდა, რამდენად კარგი საცხოვრებელი პირობებია სასტუმროში. გოგონას თქმით, მთლიანობაში ყველაფერი კარგია, თუმცა აქვს მცირეოდენი შენიშვნები, რომლის შესახებაც მწვრთნელი ინფორმირებულია.

"მითხარით რა შენიშვნები გაქვთ. მწვრთნელს ეუბნებით და მე ვერ მეტყვით? მოდით, ყურში მითხარით" - ასე მიმართა პრეზიდენტმა სპორტსმენს. გოგონამ პუტინი და მედვედევი სასტუმროს ნომერში შეიპატიჟა და ჟურნალისტების გარეშე ესაუბრა მათ სასტუმროს ნაკლოვანებებზე.

ასევე იხილეთ: პუტინმა სოჭში ისრიალა