loader

რეკორდული სიცივე აშშ-ში - ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეკორდული სიცივე აშშ-ში - ტემპერატურა -40 გრადუსამდე დაეცა

აშშ-ის ჩრდილოეთით და კანადაში, ონტარიოს პროვინციაში ყინვა -40 გრადუსს აღწევს, თუმცა, სინოპტიკოსთა პროგნოზებით, არ არის გამორიცხული, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში ტემპერატურა ამაღამ -45 გრადუსამდე დაეცეს.

ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუმომ რეკორდულად მაღალი ყინვების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაბალმა ტემპერატურამ პრობლემები შექმნა სხვა ქალაქებშიც. ჩიკაგოში ქალაქის სიმბოლო ეშმაკის ბორბალი და ზოოპარკი დაიხურა, ინდიანაპოლისში კი მოსახლეობას ავტოტრანსპორტის გამოყენება აუკრძალეს. საზოგადოებრივი პარკები დახურულია აშშ-ის სხვა შტატებშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, თავი შეიკავოს გარეთ გასვლისგან.

ორშაბათს აშშ-ში უამინდობის გამო 4 500-ზე მეტი ავიარეისი არ შესრულდა. რეკორდულ ყინვებს აშშ-სა და კანადაში უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა.