loader

ფაშისტური რეპრესიების დროს დაღუპულ ჰომოსექსუალთა ხსოვნას ისრაელში პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფაშისტური რეპრესიების დროს დაღუპულ ჰომოსექსუალთა ხსოვნას ისრაელში პატივი მიაგეს

ფაშისტური გერმანიის რეპრესიების დროს დაღუპულ ჰომოსექსუალთა ხსოვნას ისრაელში პატივი მიაგეს და სიმბოლურად ვარდისფერი სამკუთხედის ფორმის მემორიალი გახსნეს. ღონისძიებას გერმანიის ელჩიც დაესწრო, რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ რეპრესიებს შეწირული ადამიანების ხსოვნა დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

აღსანიშნავია, რომ 1933 წელს გერმანიაში პირველად დაიხურა გეი ორგანიზაციები, აიკრძალა წიგნები ჰომოსექსუალთა შესახებ, ხოლო ჰომოსექსუალიზმი ფაშისტურ გერმანიაში დასჯადი გახდა. 1933 და 1945 წლებში 100 000 ადამიანი დააკავეს ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით. საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფ ჰომოსექსუალთა 60% დაიღუპა. 2002 წელს გერმანიის მთავრობამ ბოდიში მოუხადა გეი საზოგადოებას მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო.