loader

"ჯუნგლების კანონი" ბრაზილიის ციხეებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯუნგლების კანონი" ბრაზილიის ციხეებში

ბრაზილიის ციხეებში დამნაშავეთა ჯგუფების მიერ დაკანონებული "ჯუნგლების კანონი" მოქმედებს. ინფორმაციამ ციხეებში არსებული ყოველდღიური კოშმარის შესახებ მაშინ გაჟონა, როდესაც ერთ-ერთმა გაზეთმა საკუთარ საიტზე სამი ნაწამები პატიმრის ფოტო დადო. ეს ადამიანები 17 დეკემბერს პატიმრებმა მოკლეს. "საერთაშორისო ამნისტიის" მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან ბრაზილიის მორანჰაოს ციხეში 169 პატიმარი მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა 11 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გაავრცელა, რომელიც ციხეებში არსებული კრიზისის წინააღმდეგაა მიმართული. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზით, 40 მილიონი ევრო გამოიყო.