loader

ხელოვანი თოვლში სიარულით ულამაზეს ფიგურებს ხატავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელოვანი თოვლში სიარულით ულამაზეს ფიგურებს ხატავს

ბრიტანელი ხელოვანი საიმონ ბეკი დღის მანძილზე 6-9 საათს სიარულში ატარებს, რათა ხელოვნების ნიმუშები შექმნას.

საფრანგეთში, სავოიეს გაყინული ტბების ზედაპირზე სიარულისას ხელოვანი თოვლზე ულამაზეს ფიგურებს ხატავს. კომპასით და რუკით შეიარაღებული საიმონის ერთადერთი სახატავი "ხელსაწყო" მისი თოვლის ფეხსაცმელია.

მართალია, ნახატები თოვლის ზედაპირზე მაქსიმუმ 2-3 დღეს ძლებს, მაგრამ თავისი ხანგრძლივი და საკმაოდ დამღლელი სამუშაოს შედეგს საიმონი ფოტოებში უკვდავყოფს.