loader

საყვარელი გუნდის მატჩის სანახავად, ამერიკელმა პასტორმა წირვა შეამოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საყვარელი გუნდის მატჩის სანახავად, ამერიკელმა პასტორმა წირვა შეამოკლა

სანფრანცისკოელი პასტორ ტიმ ქრისტენსენისთვის საყვარელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრობა იმდენად წმინდაა, მზადაა, მის გამო უარი მსახურებაზეც თქვას.

კლუბის გადამწყვეტ თამაშამდე რამდენიმე წამით ადრე პასტორმა ეკლესიაში 1-წუთიანი წირვა ჩაატარა და ფეხბურთის საყურებლად გაიქცა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეკლესიაში. მათ, ვინც დილის მსახურებაზე არ იყვნენ და ახლა აქ არიან, შესაძლოა არ იცოდნენ, რომ რამდენიმე წუთში საფეხბურთო მატჩი იწყება. ვიფიქრე, იქნებ დღეს მოკლე მსახურება გვქონოდა. გინდათ ცოდვები მოგეტევოთ? მომიტევებია ყველასთვის. წირვის დროს უნდა მომეყოლა ღვინოზე, წმინდა მსახურებაზე, მაგრამ მგონი, ყველამ იცის, რაც უნდა მეთქვა, არა? აი, მაგიდაზე პური და ღვინოა, თავს თავად მიხედეთ. აბა, წავედი საგულშემატკივროდ!" - "იქადაგა" პასტორმა.