loader

მიშელ ობამას "ისტორიული" კაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშელ ობამას "ისტორიული" კაბა

ვაშინგტონის ერთ-ერთი მუზეუმი ამერიკის 44-ე პრეზიდენტის მეუღლის წითელ კაბას დამთვალიერებლებისთვის გამოფენს. მიშელ ობამას კაბა, რომელიც პირველ ლედის მეუღლის მეორე ინაუგურაციაზე ეცვა, დიზაინერ ჯეისონ ვუს ეკუთვნის. ამჟამინდელი პირველი ლედის კაბა მისი წინამორბედი პირველი ქალბატონების: ჟაკლინ კენედის, ნენსი რეიგანისა და ჰილარი კლინტონის კაბების გვერდით იქნება გამოფენილი.

სმიტსონიანის მუზეუმი, ტრადიციულად, პირველი ქალბატონების პირველ საინაუგურაციო კაბებს აგროვებს, თუმცა მიშელ ობამას წითელი კაბა ისტორიულია - მუზეუმმა ტრადიცია დაარღვია და მეორე საინაუგურაციო კაბას წარუდგენს დამთვალიერებლებს. მიზეზი მარტივია - ბარაკ ობამას მეუღლე პირველი ლედის სტატუსს ზედიზედ  მეორედ ატარებს.