loader

"პიანინოს სახლი" - "მუსიკალური" არქიტექტურა ჩინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პიანინოს სახლი" - "მუსიკალური" არქიტექტურა ჩინეთში

"პიანინოს სახლი" ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ქალაქ ჰუაინანში მდებარეობს. როიალისა და ვიოლინოსაგან შემდგარი შენობები ერთმანეთზე შიდა კიბითაა გადაბმული, რომლითაც გამჭვირვალე ვიოლინოს გავლით, პიანინოში მოხვდებით.

ინოვაციური არქიტექტურა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და იგი 2007 წელს აშენდა. აქ ხელოვნებით დაინტერესებულებისთვის ყველაფერია: მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტებისთვის სამეცადინო სივრცეა გამოყოფილი. ამასთან, მოწყობილია საგამოფენო დარბაზი, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენებს მასპინძლობს.