loader

ვიტალი კლიჩკოს მიმართვა უკრაინელ ხალხს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიტალი კლიჩკოს მიმართვა უკრაინელ ხალხს

პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინელი ხალხისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
"უკრაინაში მოხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა დამოუკიდებლობის პერიოდში. და ის, რაც ადამიანებს ცუდ სიზმარშიც კი არ ესიზმრებოდათ - სამხედრო მოქმედებები დედაქალაქის ცენტრში. და ამ სიტუაციამდე ხელისუფლებამ მიგვიყვანა", - თქვა კლიჩკომ.

"უდარის" ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების საქციელი, რომელსაც ორი თვეა საკუთარი მოქალაქეების ხმა არ ესმის და თავს იკატუნებს, თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება, საშინელი შედეგით დასრულდა. მან მოქალაქეებს მაიდანზე მისვლისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ყველა პატრიოტს და მოქალაქეს დაიცვას საკუთარი ქვეყანა და მომავალი! მათი ადგილი, ვინც გულგრილი არ არის, დღეს დედაქალაქში, მაიდანზეა", - თქვა კლიჩკომ. მისი ინფორმაციით, ხელისუფლება მილიციას ქვეყნის ყველა კუთხიდან კრებს:

"მაგრამ ჩვენ უფრო მეტნი ვართ. და ჩვენ ერთად დავდგებით! ჩასხედით მანქანებში, სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში. თქვენ აქ ხართ საჭირო, უკრაინის და არა იანუკოვიჩის გამარჯვებისთვის", - მოუწოდებს კლიჩკო უკრაინელებს.