loader

"ბერკუტმა" კიევის ცენტრში ბარიკადების დაშლა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბერკუტმა" კიევის ცენტრში ბარიკადების დაშლა დაიწყო

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგებს შორის შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბერკუტის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დემონსტრანტები "ბერკუტის" მისამართით ქვებს და აალებად საგნებს ისვრიან, თუმცა ბარიკადების დაშლა გრძელდება.

კიევში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები 19 იანვარს დაიწყო. ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.

იხილეთ:

რა ხდება უკრაინაში ამ წუთებში - პირდაპირი ტრანსლაცია კიევიდან

კიევში ვითარება დაიძაბა: შეტაკებები დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის