loader

ლვოვის "ბერკუტის" 4-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლვოვის "ბერკუტის" 4-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა

ევროინტეგრაციის მომხრეთა საყოველთაო პროტესტი უკრაინის რეგიონებსაც მოედო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დასავლეთ, ცენტრალურ და უკრაინის ზოგიერთ აღმოსავლეთ რეგიონში სამხარეო ადმინისტრაციული შენობები ძალის გამოყენებით დაიკავეს. ეს ქალაქებია: ლვოვი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ტერნოპოლი, როვნო, ლუცკი და ჩერნოვცი. დაპირისპირება გრძელდება პოლტავაში, ნიკოლაევსა და რამდენიმე სხვა ქალაქში.

ლვოვში "ბერკუტის" 4-მა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა. ისინი ამ ნაბიჯს საკუთარი ხალხის გვერდზე დგომის სურვილითა და იმ ძალადობრივი ქმედებების დაგმობით ხსნიან, რაც ბოლო პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან დემონსტრანტების მისამართით განხორციელდა. ამასთან, ლვოვში მოქალაქეები აგრძელებენ სადღეღამისო მორიგეობას "ბერკუტის" ბაზასთან, რათა მათ ვერ შეძლონ კიევში გამგზავრება.