loader

მაიდანის აქტივისტებმა ძალოვანებს "უკრაინის სახლის" დატოვება აიძულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაიდანის აქტივისტებმა ძალოვანებს "უკრაინის სახლის" დატოვება აიძულეს

მომიტინგეებმა სამართალდამცავებს "უკრაინის სახლის" დატოვება აიძულეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გუშინ, გვიან ღამით, უკრაინის შინაგანი ჯარის კურსანტებმა "უკრაინის სახლი" დაიკავეს. ძალოვანებს არ აუხსნიათ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს. აქტივისტები შიშობდნენ, რომ ძალოვანები ამ შენობიდან მოახდენდნენ თავდასხმას.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ძალოვანებმა შენობა მინისტრის ბრძანების თანახმად დატოვეს. "უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ ძალოვანებს მოუწოდა კიევში მდებარე "უკრაინის სახლის" შენობა დაეტოვებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ კონფლიქტი მომიტინგეებს შორის",-აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ შენობაში სამართლდამცველები შესვენებისთვის იყვნენ შესული, ხოლო აქტივისტები მათ თავს დაესხნენ და გეგმავდნენ სამართალდამცველების "ტყვედ აყვანას" და მაიდანზე დაკავებულ აქტივისტებში გაცვლას.

ამ დროისთვის "უკრაინის სახლში" სიმშვიდეა. მომიტინგეები შტურმის შედეგად დაზიანებულ შენობას აწესრიგებენ.