loader

თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრში ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრში ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. როგორც უცხოური მედია იუწყება, შემთხვევა მერილენდის შტატში, სავაჭრო ცენტრში "Columbia Mall" მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სავაჭრო ცენტრში სამი გვამი დახვდათ.
ამასთან, ერთ-ერთი გარდაცვლილის გვერდით პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩინა.

პოლიციის ინფორმაციით, სროლა სავაჭრო ცნეტრში მდებარე Zumiez–ის მაღაზიაში მოხდა. დამნაშავემ რამდენიმე ადამიანის მიმართულებით ისროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თავდასხმას მაღაზიის გამყიდველები - 21 წლის გოგონა და 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლნენ, ხუთი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.

თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.