loader

შტურმი ადმინისტრაციულ შენობებზე და შეტაკებები უკრაინის ქალაქებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შტურმი ადმინისტრაციულ შენობებზე და შეტაკებები უკრაინის ქალაქებში

უკრაინის რამდენიმე ქალაქში ევრომაიდანის მომხრეები ოლქის ადმინისტრაციული შენობების შტურმით აღებას განაგრძობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკში მომიტინეებმა ადმინისტრაციულ შენობას ღობე შემოაცალეს, დაწვეს და ახლა აქვთ მცდელობა, უშუალოდ შენობაში შეიჭრან. ადგილზე მობილიზებული მილიცია მოპიკეტეების დაშლას ცდილობს, მათ შორის, ესვრიან ყინულის ნატეხებს და სახანძრო მანქანიდან წყლის ჭავლს იყენებენ. ადგილზე ისმის აფეთქების ხმა და ირგვლივ ყველაფერი კვამლშია გახვეული. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაპირისპირების დროს უკვე დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორს ყინულის ნატეხი მოხვდა და ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ქალაქ სუმიში დაახლოებით 4000-მა ადამიანმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ ჯერ აქცია გამართა, შემდეგ კი შენობაში შესვლა დაიწყო. ამ დროისთვის სამართალდამცავები შენობის მეორე სართულზე არიან განლაგებულები. სამხარეო ადმინისტრაციის დეპუტატებმა მილიციის ხელმძღვანელობასთან მოილაპარაკეს, რომ მოქალაქეებს პირველ სართულზე შესვლის უფლებას მისცემენ. რაც შეეხება ქუჩაში მყოფ მომიტინგეებს, ისინი ბარიკადების ასაგებად ტომრებს და გაყინულ თოვლს აგროვებენ.

ოდესაში, ქალაქის ადმინისტრაციული შენობისკენ დაიძრა 3 ათასამდე მომიტინგე. შენობის წინ კი მობილიზებულია "რეგიონების პარტიის" ათასამდე მომხრე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის შენობას ბოლომდე დაიცავენ.

ევრომაიდანის მომხრეები ზაპოროჟიეშიც შეიკრიბნენ. მათ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს და შემდეგ შენობაში შესჭრა სცადეს. ამ დროს მათსა და მილიციას შორის მცირე შეტაკებები მოხდა.